სს "საქართველოს ბანკის" SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის მითერის პოზიციაზე ბათუმში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების დახვედრა, გადამისამართება ბანკირთან ან ჯუნიორთან & გაცილება

  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების ავტომობილების ავტოსადგომზე პარკირება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.

  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების მინ. 6 თვიანი გამოცდილება Horeca სექტორში.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);

  • ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური უნარები);

  • აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა და მართვის გამოცდილება.

 

ანაზღაურება: დარიცხული 957 ლარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 22 ივლისი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით