სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარის თანამდებობაზე თბილისში.

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:


       გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

       ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

       თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;

       გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:


       წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;

       ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;

       უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;

       ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;

       აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;


მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება:  სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;


ცოდნა და უნარები:

       კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);

       ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; 

       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

       გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;

       დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
       გუნდური მუშაობის უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:


       დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;

       მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის ან საღამოს ცვლას;

       განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.


თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი