„საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • სარემონტო მიმართულებით ინციდენტებზე რეაგირება და სამუშაოების დაგეგმვა;

  • კონტრაქტორებისთვის/სერვის ჯგუფებისთვის ინსტრუქციების, დავალებების გაზიარება, ვადების და ხარისხის კონტროლი;

  • საერთო ხარჯთაღრიცხვიდან შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურება;

  • გადაწყვეტილებების მიღება, კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ხელმძღვანელებთან გაზიარება პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტების ჭრილში;

  • ბანკის შიდა ჯგუფების და გარე კონტრაქტორების სამუშაოების ხარისხის კონტროლის მექანიზმის შემუშავება;

  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობს კონტროლი;

  • კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და პროექტში სხვა ჩართული კომპანიების კოორდინაცია;

  • ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება/მართვა;

  • პასუხისმგებლობა, დაქვემდებარებული პერსონალისთვის ძირითადი სამუშაო გეგმების დასახვაზე, კონტროლსა და ტრენინგების ჩატარებაზე თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შემდგომში გაღრმავების მიზნით.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი განათლება; 


სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკთხვის ცოდნა;

  • უსაფრთოების და ექსპლუატაციის წესების ცოდნა;

  • გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი

  • გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.