საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას ქ. თბილისში.

 

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

·       მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·       საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·       მოქნილ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 950 (-20%)) + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

·       მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს;

·       კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.

 

ჩვენთან მოგეწონება, თუ:

·       გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;

·       თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;

·       ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი;

·       ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

·       გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით;

·       საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

 


გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა , 29 დეკემბერი, 2024.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

ჩემთვის ცნობილია და ვაცნობიერებ, რომ წინამდებარე ვაკანსიით შემოთავაზებული სამუშაო წარმოადგენს ღამის სამუშაოს საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით და თანახმა ვარ, დავსაქმდე აღნიშნულ პოზიციაზე. ამასთან, ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წინამდებარე ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნის მომენტისთვის, ჩემზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით ღამის სამუშაოზე დასაქმებისთვის დადგენილი აკრძალვები, კერძოდ, არ ვარ: არასრულწლოვანი პირი; ან ორსული, ახალნამშობიარები, ან მეძუძური ქალი.