სს „საქართველოს ბანკის“ საინვესტიციო ქონების გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო ქონების უმცროსი გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

 

რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი , ბაკურიანი

 

ძირითადი ფუნქციები

 

·      პორტფელში არსებული ქონების მისამართზე მუდმივი ვიზიტი და შეხვედრების დაგეგმვა;

·      მოლაპარაკების წარმოება “საქართველოს ბანკის” კუთვნილი ქონების გაყიდვის საბოლოო პირობების შესახებ;

·     ქონებებთან დაკავშირებული სარეკლამო ბანერების გაკვრა;

 

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

განათლება:  უმაღლესი.

 

სამუშაო გამოცდილება: მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები

 

·      ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

·      კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·      ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

·      ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;

·      შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;

·      გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2024

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით