საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას ქ. თბილისში.

 

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

·       მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

 

ჩვენ გთავაზობთ:

·       საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

·       სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

·       მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს;

·       კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.

 

ჩვენთან მოგეწონება, თუ:

·       გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;

·       თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;

·       ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი;

·       ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

·       გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით;

·       საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

 

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 დეკემბერი , 2024.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით