„საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი განვადებების მენეჯერის პოზიციაზე შემდეგ რეგიონში:

თბილისი.

 

ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:

  • ახლა იწყებ სამუშაო კარიერას ან ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

  • ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი;

  • გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათთვის დახმარების გაწევა;

  • გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;

  • ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

 

 

ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:

  • ინფორმაცია მიაწოდო საქართველოს ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს განვადების პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ; შესთავაზო მათ განვადებით სარგებლობა და მონაწილეობა მიიღო თანმხლები პროცედურის განხორციელებაში;

  • დააიდენტიფიცირო მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები და ჩაერთო მათი დროული აღმოფხვრის პროცესში;

  • აწარმოო ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან;

  • განვითარდე ბანკის შიგნით შენი უნარების, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);

  • 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;

  • თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

 

თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით