საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
1. ინკასაციის მიმართულების მართვაში არსებული საინკასაციო/მხარდაჭერის ავტოპარკის მართვა და თითოული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლებისა და გარბენის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
2. მანქანების გეგმიური ტექნიკური დათვალიერების პროცესის მხარდაჭერა;
3. დეპარტამენტის მიერ შესყიდული ახალი ავტომობილების/საინკასაციო მანქანების რეგისტრაციისა და განბაჟების პროცესში ჩართულობა ასეთის საჭიროებისას;
4. საინკასაციო მანქანების სპეც. აღჭურვილობით (ციმციმები) გამართვის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი ნებართვების მისაღებად საჭირო პროცესის ადმინისტრირება;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
ავტოპარკთან მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალების მიმართ ყურადღების გამახვილების უნარი;
გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
მოქნილობა გამოწვევებზე სწრაფად რეაგირების და შესაბამისად მოქმედების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 იანვარი, 2024.