სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური SOLO მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
ჩაერთო არსებულ და პოტენციურ სოლო მომხმარებლებთან აქტიურ სატელეფონო კომუნიკაციაში, საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტაციის და გაყიდვის მიზნით;
შესთავაზო მომხმარებელს მათი მიზნების შესაბამისი პროდუქტები/მომსახურება და გაყიდო პროდუქტი დისტანციური არხებით;
აწარმოო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების შევსება და დამუშავება;
აწარმოო საანაბრე პროდუქტების რეგისტრაცია;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: სასურველია უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების/მომსახურების /საინფორმაციო ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
გაყიდვების და მოლაპარაკების კარგად განვითარებული უნარები;
ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, მიიღო ახალი ცოდნა და გამოსაცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 იანვარი, 2025.