სს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს სტაჟირებას კორპორაციული ანალიტიკის მიმართულებით ბათუმში.

 

მიმართულების საქმიანობა გულისხმობს კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული პროექტების ანალიტიკას. სტაჟიორი ჩაერთვება საკრედიტო განაცხადების დამუშავების, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლისა და ანალიტიკის, პროექტის მომზადებისა და გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტთან წარდგენის პროცესებში; ისწავლის, თუ როგორ ხდება კონკურენტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პორტფელში არსებული კლიენტების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგი.

 

სასურველი კანდიდატის პროფაილი:

·       კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

·       ფინანსების ან ეკონომიკის ცოდნა;

·       ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

·       პრეზენტირების უნარები;

·       მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები;

·       სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი; ყურადღება დეტალების მიმართ;

·       კარგად განვითარებული ინტერპერსონალური უნარები; ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი.


პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:

  • ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;

  • მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;

  • სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი;

  • ანაზღაურება;

  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;  


სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 12 იანვარი, 2025.

გამოაგზავნეთ განაცხადი