სერვისის და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი
საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვისის და ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
ფულის და ფასეულობის დეპარტამენტის საქმიანობისთვის საჭირო სტანდარტებისა და სამომხმარებლო ინსტრუქციების შემუშავების პროცესის კოორდინაცია;
დეპარტამენტის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურული დოკუმენტების შექმნის ინიცირება;
ბიზნესმიმართულებების მიერ საკასო და საინკასაციო სერვისებთან დაკავშირებული პროდუქტების შექმნისა და პროცესების ცვლილების პროცესში მონაწილეობა და დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინების უზრუნველყოფა;
დეპარტამენტის მართვაში არსებულ პროცესებში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება, როგორც პროცედურული, ასევე ტექნიკური ამოცანების სახით;
გუნდის მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და მენტორინგი;
გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი;
სამუშაო გამოცდილება:
პროცედურული და/ან ინსტრუქციული დოკუმენტების შექმნასთან დაკავშირებული პროცესის მართვის გამოცდილება;
პროექტის მართვის გამოცდილება და/ან პროექტის ფარგლებში, გუნდის წევრების კოორდინირების/მართვის გამოცდილება;
სასურველია:
ფულის და ფასეულობის, ბიზნეს პროცესების და ტრანსფორმაციის, რისკების ან საკრედიტო ადმინისტრირების ან დაკავშირებულ მიმართულებებში მუშაობის გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი, წერით და ზეპირად;
ლიდერული უნარები;
ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
მოლაპარაკების უნარი,
გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 27 იანვარი, 2025.