სს „საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ვალდებულებების მართვის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00.
ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად წარმართოს პოზიციის ძირითადი ფუნქციები:
· ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
· მომხმარებელთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებსა და ვარიანტებზე;
· ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით;
· პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა;
· გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება;
· საკრედიტო ვალდებულებების დაფარვასთან და პრობლემების ანალიზთან დაკავშირებული ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება;
· ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ეკონომიკის ან სამართლის მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება საკრედიტო აქტივების მართვის მიმართულებით.
ცოდნა და უნარები:
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
· შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
· სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
· 2-კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
· კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
· გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 28 ნოემბერი, 2023.