საქართველოს ბანკის საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - ბიზნესის უწყვეტობის მართვის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
ბიზნესის უწყვეტობის მართვის გეგმების შემუშავება და განახლება
ბიზნესის უწყვეტობის გეგმების ტესტირებების ჩატარება და შედეგების ანგარიშგება
ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის (BIA) პროგრამის მართვა
ბიზნესის შეფერხების რისკების იდენტიფიცირება, Root-Cause ანალიზი და რისკზე რეაგირების პროცესის მართვა
ბიზნესის უწყვეტობასთან დაკავშირებული ინციდენტების მოკვლევა, ანალიზი და რეაგირების პროცესის მართვა
პროდუქტის/პროცესის და სისტემების ჭრილში ბიზნესპროცესის უწყვეტობაზე გავლენების შეფასება
ბანკის მასშტაბით ბიზნესის უწყვეტობის ცნობადობის ამაღლების პროგრამის მართვა, სატრენინგო მასალების განახლება და ტრენინგების ორგანიზება
განათლება:
უმაღლესი (ბაკალავრი, მაგისტრი)
უცხო ენები:
ინგლისური ენის ცოდნა
სამუშაო გამოცდილება:
იგივე ან მსგავს პოზიციაზე და/ან აუდიტის, IT, რისკების, ლინის, ბიზნეს უწყვეტობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
რისკების მართვა;
ბიზნესპროცესების ანალიზი;
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომუნიკაბელურობა;
გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
დროის ეფექტურად მართვა;
დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 27 თებერვალი, 2025 წელი.