საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს სერვისის განვითარების კოორდინატორიპოზიციაზე,


ძირითადი ფუნქციები:


1.       დეპარტამენტის ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;

2.       სერვისის განვითარების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ოპტიმიზაციის ამოცანების იმპლემენტაციის პროცესის მხარდაჭერა და მართვა;

3.       დეპარტამენტის მართვაში არსებულ პროცესებში გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიცირება, როგორც პროცედურული, ასევე ტექნიკური ამოცანების სახით;

4.       ფულის და ფასეულობის დეპარტამენტის სახელით IT ამოცანების მართვა, ფუნქციონალის განვითარების პროცესში მონაწილეობა და განახლებების ძირითად გარემოში რეალიზაციის მხარდაჭერა;


სავალდებულო მოთხოვნები:


განათლება: ბაკალავრის ხარისხი


სავალდებულო ცოდნა, უნარები:


  • უპირატესობად ჩაითვლება დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

  • ლიდერული უნარები;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 იანვარი, 2024.


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით