სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერი თანამდებობაზე გურჯაანში.
ძირითადი მოვალეობები:
სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი – ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.
სამუშაო გამოცდილება:
საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
მენეჯმენტი, გაყიდვები;
საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;
მომსახურების სტანდარტები;
ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 ოქტომბერი, 2024.