სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე ლაგოდეხში.

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;

  • მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;

  • ინდივიდუალური, ყოველთვიური გეგმების შესრულება.

  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;

  • მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;

  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;

  • საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:

უმაღლესი – ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.

 

სამუშაო გამოცდილება:

საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3-წლიანი გამოცდილება.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • მენეჯმენტი, გაყიდვები;

  • საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;

  • ბიზნეს საქმიანობის ზოგადი პრინციპები;

  • მომსახურების სტანდარტები;

  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება); 

  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;

  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;

  • გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;

  • პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;

  • სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;

  • დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

  • ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა; 

  • ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 ნოემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით