სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტში, მონიტორინგის ოფიცრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ბანკის ობიექტების ვიდეო კონტროლი / მონიტორინგი;
მონიტორინგის ცენტრში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი მიმართულებით ოპერატიული გადამისამართება;
საეჭვო ფაქტებით გამოვლენა და მისი შემდგომი ანალიზი, შესაბამისი რეაგირება;
ვიდეო ჩანაწერების მართვა;
ობიექტებზე არსებული დაცვითი სისტემების და ჩამწერი მოწყობილობების, როგორც პროგრამული ასევე ტექნიკური გამართვა/გამართული მუშაობის კონტროლი, დისტანციურად და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტით;
უსაფრთხოების სისტემების პროგრამებთან მუშაობა;
მორიგეობის შედეგების რეპორტინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება:
სასურველია უმაღლესი განათლება; ტექნიკური სპეციალობები.
სამუშაო გამოცდილება:
უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის, მინიმუმ 6 თვიანი (ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით) მუშაობის გამოცდილება;
მნიშვნელოვანია ცვლებში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ღამის საათებში;
ვიდეოსამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველია შეზღუდულ დაშვების სისტემებთან და უსაფრთხოების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
გუნდური მუშაობის უნარი;
ემოციური წონასწორობა, სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
საქმიანი გარემოს შექმნის და კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება.
თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკური ავტოსატრანსპორტო მართვის მოწმობა ).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი, 2025