სს „საქართველოს ბანკის“ პრობლემური კორპორაციული,მცირე და საშუალო სესხების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას SME პრობლემური სესხების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
· მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვადაგადაცილების აღმოფხვრის, ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
· პორტფელში არსებული მსესხებლების მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის საოპერაციო საქმიანობის შესწავლა და გაანალიზება.
· მსესხებლებთან ადგილებზე ვიზიტი;
· გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
· ქართული ენა;
· კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);
· პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
· დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 9 იანვარი , 2025.