სტაჟირება - ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებით
საქართველოს ბანკის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
მიმართულების ძირითადი ფუნქციები:
ჯგუფის ქართული შვილობილების, მათ შორის სს საქართველოს ბანკის მმართველობითი ანგარიშგებების (წლიური და შუალედური) მომზადება.
კვარტალური ანგარიშგებების პროცესის მხარდაჭერა;
ჯგუფის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის გეგმის შედგენა, მონიტორინგი, და კომპანიის სხვადასხვა ფუნქციებთან კოლაბორაცია კონტენტის შექმნაზე;
Sell-side ანალიტიკოსების რეპორტებისა და მოდელების ანალიზი;
კონკურენტული გარემოს ანალიზი, მათ შორის ფინანსური და სხვა საოპერაციო მეტრიკების მონიტორინგი და ანგარიშგებების ანალიზი;
ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდის კონტენტის მონიტორინგი, განახლება და ახალი კონტენტის შექმნა;
ინვესტორების ყოველთვიური მონიტორინგი, ანალიზი და პროფაილების განახლება.
სასურველი კანდიდატის პროფაილი:
· კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
· ფინანსების ან ეკონომიკის ცოდნა;
· ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
· პრეზენტირების უნარები;
· მონაცემებთან მუშობის და ანალიტიკური უნარები;
· Excel-ის და PowerPoint-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
პროგრამაში მონაწილეობის უპირატესობები:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის;
მენტორინგი სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან;
ანაზღაურება;
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა;
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა - 6 თვე
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 იანვარი, 2025.