Agile Coach

საქართველოს ბანკის IT დეპარტამენტი, თბილისი, სრული განაკვეთი.

 

ვის ვეძებთ

საქართველოს ბანკი ეძებს Agile Coach-ს Scrum გუნდ(ებ)ისთვის 

თუ შენ ხარ ლიდერი, რომელსაც შეუძლია ემსახუროს გუნდს, გიყვარს მიზნის მიღწევის მოქნილი და არა შაბლონური მიდგომები, არ გეშინია ექსპერიმენტების უკეთესი სამუშაო კულტურის შესაქმნელად, როგორც გუნდში ასევე ორგანიზაციის მასშტაბით, მაშინ ჩვენ გთავაზობთ Agile Coach-ის როლს.


შენი სამუშაო გარემო

ეჯაილ ქოუჩინგის სამსახურის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ბანკის სრული პოტენციალის გამოვლენას, თანამშრომლების ეფექტურობის გაზრდით და მუდმივი გაუმჯობესების კულტურის დანერგვით. 

შენ ჩაერთვები ღია და კოლაბორაციულ გარემოში, სადაც გუნდური მუშაობით ვაღწევთ წარმატებას და დაშვებული შეცდომები გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობებად.


შენი როლით:

  •        შექმნი ნდობაზე დაფუძნებულ, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;

  •        მხარს დაუჭერ გამჭვირვალობას და ღია კომუნიკაციას, როგორც გუნდში, ასევე ორგანიზაციის მასშტაბით;

  •        შეიტან მეტ ეფექტიანობას, სხვადასხვა ეჯაილ პრაქტიკებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით;

  •        დანერგავ მუდმივ თვითგანვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ზრუნვის კულტურას;

  •        დააიდენტიფიცირებ და გუნდთან ერთად გადაჭრი სამუშაო პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებს;

  •        დანერგავ სხვადასხვა ეჯაილ მეტრიკებს გუნდის შესრულების შესაფასებლად. ერთად დააკვირდებით დინამიკას და იზრუნებთ მათ გაუმჯობესებაზე;

  •        დანერგავ უკუკავშირის კულტურას.

 

Agile Coach-ობისთვის გჭირდება:

  •        იცნობდე ეჯაილ მიდგომას, გესმოდეს მისი პრინციპები და ღირებულებები;

  •        იცნობდე ეჯაილ ჩარჩოებს (Scrum/Kanban);

  •        გქონდეს განვითარებული კომუნიკაციის უნარები;

  •        იყო პროაქტიული პრობლემების იდენტიფიცირებაში და მათ გადაჭრაში;

  •        მუდმივად ისწრაფვოდე თვითგანვითარებისა და გაუმჯობესებისაკენ;

  •        გქონდეს ეფექტური მოლაპარაბებების, რთულ დავალებებთან შეჭიდების უნარი;

  •        გქონდეს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების უნარი;

  •        გქონდეს ფასილიტაციის უნარი.

 

უპირატესობად ჩაითვლება თუ

  •        გიმუშავია SM/Agile Coach-ად

  •        გაქვს მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთ ჩარჩოში (Scrum/Kanban)

  •        გიმუშავია დეველოპმენტ გუნდებთან

  •        ყოფილხარ შეხვედრების ფასილიტატორი და გაქვს გამოცდილება ქოუჩინგში

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •        პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს;

  •        დისტანციურ სამუშაო დღეებს;

  •        ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.


თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. გამოგზავნის ბოლო ვადა 30/11/2024.


ველით თქვენთან შეხვედრას ^_^

გამოაგზავნეთ განაცხადი