საქართველოს ბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის დეპარტამენტში, მომხმარებლების კმაყოფილების მართვის მენეჯერს ვეძებთ.
ძირითადი ფუნქციები:
მომხმარებლების კმაყოფილების დონის მონიტორინგის მიზნით მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციების მოპოვება, ანალიზი და ანგარიშგებების მომზადება;
ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
მონაცემთა სიმრავლეებში არსებული ტრენდების აღმოჩენა და ანალიზი;
ბიზენს საჭიროებების დადგენის მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
საბანკო საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა.
მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:
სტატისტიკური მონაცემების ამოღების, დამუშვების, სეგმენტირების და ვიზუალიზების ტექნიკების ფლობა;
სასურველია მონაცემთა ბაზებიდან სხვადასხვა (Excel) პროგრამების მეშვეობით ინფორმაციის მოპოვების, ანგარიშგებების მომზადების ცოდნა;
უპირატესობად ჩაითვლება Power BI-ს ცოდნა;
შესაბამისი მონაცემების მოპოვების და ანალიზის უნარი;
საბანკო პროცესების და პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
ინოვაციური, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი;
სამუშაოს შესრულების სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ.
გამოხმაურებებს ველით 2024 წლის 20 დეკემბრამდე.