ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური საბანკო მომსახურების შეთავაზება;
ბაზრის მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
საოპერაციო მომსახურეობის განვითარების შესაძლებლობების ანალიზი, შესაბამისი წინადადებების მომზადება, დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება;
სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, საბანკო დოკუმენტაციის ადმინისტრირება,დადგენილ პროცედურებთან/წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციის წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება, გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა და სწორი კონსულტაციის გაწევა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი – ეკონომიკა/ფინანსები/საბანკო საქმე/ბიზნესის ადმინისტრირება/აუდიტი.
სამუშაო გამოცდილება:
საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
საბანკო პროდუქტები, მომსახურება და პროცედურები;
მომსახურების სტანდარტები;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა,სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვის უნარი – გუნდური სამუშაო გარემოს შექმნისა და პერსონალის მოტივაციის უნარები;
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ცხადად გამოხატვა;
გაყიდვების, მოლაპარაკების წარმოების უნარები;
პროფესიული მიმოწერის და ანგარიშგების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
სამუშაო ამოცანების სწორად გადანაწილების და მათი შესრულების კონტროლის უნარი;
დაგეგმვის და სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
ინიციატივა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა;
·ყურადღება დეტალების მიმართ, ლიდერობა, გუნდური მუშაობა, პრობლემის აღმოჩენის და დროულად გადაჭრის უნარი, ემოციური წონასწორობა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25 ივნისი, 2025.