არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირი - თბილისი
სს „საქართველოს ბანკის“ SOLO გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას არარეზიდენტი SOLO კლიენტების ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
· არარეზიდენტი სოლო კლიენტების აკვიზიაცია და პორთფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად
· საკუთარ პორთფელში არსებული სოლო კლინეტების მონაცემთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
· პორთფელში არსებული სოლო კლიენტების საბანკო პროდუქტებზე/მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი;
· სოლო კლიენტების მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, კონსულტაციის გაწევა
· პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელთან.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია 2 წლიანი საბანკო გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
· ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად, ინგლისური და რუსული ძალიან კარგად (როგორც წერილობით, ასევე ვერბალური უნარები);
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office: Word, Excel, PowerPoint);
· გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
· გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
· მოლაპარაკების უნარი
· ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;
· დროის ეფექტური მენეჯმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 მაისი, 2024