სს „საქართველოს ბანკის“ ნაღდი ფულის და ფასეულობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საინკასაციო პროცესების მხარდაჭერის ოფიცრის თანამდებობაზე ქუთაისში.

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:


       გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

       ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

       თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;

       გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.


აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:


       მონაწილეობას მიიღებ საკასო/საინკასაციო პროცესებში და წარმართავ შესაბამის ოპერაციებს;

       მოამზადებ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთებს;

       უზრუნველყოფ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთების მიღებას, გადატანას, შენახვას, გადაცემას თუ დახარისხებას;

       უზრუნველყოფ მარაგების მონიტორინგს;

       წარმართავ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებასა და ნაღდი ფულის გადათვლას;

       ჩაერთვები საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების პროცესში;

       აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;


ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;

სამუშაო გამოცდილება:  სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან/სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება;


ცოდნა და უნარები:

       კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook);

       ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

       მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

       გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე;

       ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;

       გუნდური მუშაობის უნარი;

       დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;


დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას.


ჩვენ გთავაზობთ:

       დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + წლიურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;

       განვითარების შესაძლებლობას როგორც ფულისა და ფასეულობების დეპარტამენტში, ასევე - ბანკის მასშტაბით.


თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი