„საქართველოს ბანკის“ ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინციდენტების მართვის ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
· ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად
· ინცინდენტების დელეგირება, ბანკის შიდა ჯგუფებსა და გარე კონტრაქტორებზე სამუშაოების შესასრულებლად
· ინციდენტების მართვის სისტემაში ინციდენტების მოგვარების ვადების კონტროლი ( წინასწარ განსაზღვრული SLA)
· ინფრასტრუქტურის გეგმიური სამუშაოების მონიტორინგი/კონტროლი
· ინფრასტრუქტურის მიმართულების მომსახურების ხელშეკრულებების პირობების ცოდნა.
· კონტრაქტორი კომპანიების შესრულებული სამუშაოების საფუძველზე, ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ცოდნა/ გადამოწმება და საჭირო რეპორტების მომზადება
· შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფორმა 2-ის შემოწმება, ანალიზი და დადასტურების პროცედურის წარმართვა
· მესამე მხარესთან, მომწოდებლებთან/კონტრაქტორებთან კავშირი, ეფექტურობის და მომსახურების ვადების კონტროლი ხელშეკრულებების თანახმად (SLA და KPI)
· ეფექტური უკუკავშირის დამყარება დამკვეთ დეპარტამენტებთან.
· ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოების ანალიტიკური ანალიზის და სტატისტიკური რეპორტების მომზადება
· არასტანდარტულ ინფრასტრუქტურულ საკითხებში ჩართვა და მხარდაჭერა
· ინფრასტრუქტურული მიმართულებით ინცინდენტებზე რეაგირების ანალიზი/ შეფასება და ანალიტიკის წარმოება;
· ინფრასტრუქტურული დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობების შესრულებისას და სამუშაო ჯგუფებთან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.
· უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სავალდებულო ცოდნა/უნარები:
· შედეგზე ორიენტირებულობა;
· ეფექტურად დროის მართვის უნარი
· კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Microsoft Office programs (Excel)
სამუშაო გამოცდილება:
ინციდენტების მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად,
სამუშაო დრო:
ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00;
ჩვენ გთავაზობთ:
· დარიცხულ ხელფასს + ბონუსს
· ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის
· კომფორტულ სამუშაო ადგილს:საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და დააჭირე ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.
ველოდებით შენს განაცხადს 6 იანვრის ჩათვლით.