მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დისტანციური ბანკირი
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის დისტანციური ბანკირის (SME) პოზიციაზე თბილისში.
ვის ემსახურება:
მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის წინასწარ შერჩეულ არამსესხებელ კლიენტთა ჯგუფს
ბანკირის ძირითადი პასუხისმგებლობა:
დისტანციურ ბანკირს მართვაში გადაეცემა კლიენტების პორტფელი და პასუხისმგებელი იქნება, ამ კლიენტების განვითარებაზე, share of wallet -ის ზრდასა და მათი კმაყოფილების ამაღლებასა და შენარჩუნებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტების პორტფელის განვითარება დასახული ამოცანების შესაბამისად;
პორთფელში არსებული კლიენტების საბანკო პროდუქტებზე/მომსახურებაზე არსებული მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია/ანალიზი;
კლიენტების მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, სათანადო კონსულტაციის გაწევა;
წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ კლიენტთა გაყიდვების კამპანიებზე აქტიურად მუშაობა;
პერიოდული ანგარიშგების წარმოება ხელმძღვანელის წინაშე განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
მინიმუმ 1 წლიანი საბანკო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით;
სამუშაო ადგილი:
საბურთალო, ბურძგლას ქუჩა 56 ნ;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
ქართული თავისუფლად, სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 იანვარი, 2025