საქართველოს ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას პორტფელური რისკების უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

 

·       მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მონიტორინგი;

·       პორტფელის ხარისხის პარამეტრების დაგეგმვასა და ლიმიტების მართვაში მონაწილეობა;

·       რისკ მოდელების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა;

·       მიმართულების რეპორტინგის წარმოება და არსებული რეპორტების ავტომატიზაცია;

·       ანალიტიკისთვის საჭირო მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

·       პორტფელის მართვასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების სრულყოფა;

·       მენეჯმენტისთვის რეგულარული პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობა;

·       რეგულატორულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება;

·       საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის Ad-hoc დავალებების შესრულება;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;

 

სამუშაო გამოცდილება:

 

·       აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (MS SQL Server / Oracle);

·       ბანკში ან სხვა საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·       რისკებში მუშაობის და პორტფელის ანალიზის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·       სტატისტიკურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

·       PowerBI დეშბორდების მომზადების გამოცდილება და DAX-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

 

პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:

 

·       MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

·       SQL-ის მინიმუმ საშუალო დონეზე ცოდნა;

·       სტატისტიკის და ფინანსების ცოდნა;

·       PowerBI-ში მუშაობის შესაძლებლობა;

·       ვიზუალურად გამართული რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;

·       განვითარებაზე ორიენტირებულობა;

·       ორგანიზებულად მუშაობის უნარი;

·       დეტალების ძიებისა და საკითხის სიღრმისეულად გააზრების შესაძლებლობა;

·       ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·       კარგი კომუნიკაციის უნარები;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკსგამოაგზავნეთ განაცხადი“.

გამოაგზავნეთ განაცხადი