რისკის მართვისა და ანალიზის უფროსი სპეციალისტი
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას რისკის მართვისა და ანალიზის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
ბანკის ორგანიზაციული რისკების შეფასებასა და მართვაში მონაწილეობა;
ბანკის რისკის აპეტიტის მონიტორინგი;
საკრედიტო პორტფელის ძირითადი ხარისხობრივი პარამეტრების დინამიური და სტატიკური ანალიზი/მონიტორინგი;
საკრედიტო პორტფელის რისკის მართვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ინსტრუქციების შესწავლა, განახლების ინიცირება და/ან ახალი ინსტრუქციების შემუშავება;
სტრეს-ტესტის სახელმძღვანელოს შემუშავება, სტრეს-ტესტის სამუშაოს დაგეგმვა, წარმართვა და შედეგების მონიტორინგი;
მონაცემთა ხარისხის ტესტირება და ანალიზი;
ანალიზისთვის საჭირო პროცესების ინიცირება და მართვა შესაბამის გუნდებთან ერთად;
შედეგების შემაჯამებელი პერიოდული პრეზენტაციების მომზადება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება:
მნიშვნელოვანია საბანკო სექტორში, პორტფელის ჭრილში, საკრედიტო რისკების ანალიზის კუთხით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო, კორპორაციული პორტფელის ჭრილში);
საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებით მუშაობის გამოცდილება;
ბანკისთვის მატერიალური მნიშვნელობის მქონე პროექტების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მუშაობის (შემუშავება, იმპლემენტაცია) გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სტატისტიკურ მოდელებთან და სტრეს-ტესტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სხვა ორგანიზაციულ რისკებზე, გარდა საკრედიტო რისკისა, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
რელევანტური რეგულატორული მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
პორტფელური რისკების მართვის ჭრილში საერთაშორისო გამოცდილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პოზიციისთვის შესაბამისი ცოდნა და უნარები:
საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
ინგლისური ენის ცონა;
MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
ყურადღება დეტალების მიმართ, სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
რეპორტების / პრეზენტაციების მომზადების უნარი;
ორგანიზებულობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2024