ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს ,,საქართველოს ბანკის'' ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ინკასაციის პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე,
ძირითადი ფუნქციები:
1. ინკასაციის მიმართულებაში ინიცირებული და მიმდინარე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა. ასევე, დროში და დაგეგმილ ბიუჯეტში განხორციელების მონიტორინგი;
2. რეგიონების ჭრილში დაგეგმილი ოპტიმიზაციის პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონებში ვიზიტი, თუ პროექტი მოაიაზრებს აღნიშნულს;
3. პროექტების შესაბამისი სტატუსების შეგროვება და რეპორტების გაზიარება დაინტერესებული მხარეებისათვის.
რენოვაცია მშენებლობის პროექტების მონიტორინგი და ინფორმაციის ცენტრალიზებულად გაზიარება თბილისის ოფისისთვის.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
პროექტების მართვის გამოცდილება
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
სასურველია ინგლისური
ორგანიზებულობა, ენერგიულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დაგეგმვის უნარი
ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 10 აპრილი, 2025.