სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების ოფიცერი
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ ფიზიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
დასაქმების შემთხვევაში, შენი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
სამუშაო/არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილი ობიექტების უსაფრთხოების დაცვა/პატრულირება (თბილისი);
ბანკში დაფიქსირებული საგანგებო/საგანგაშო ვითარების დროს ოპერატიული მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;
არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილი ობიექტების გაღება-დაკეტვის უზრუნველყოფა;
არასამუშაო საათებში ბანკის კუთვნილ ობიექტებზე სამშენებლო, სარემონტო, პროფილაქტიკური, დასუფთავების ან/და სხვა ნებისმიერ სამუშაო პროცესზე დასწრება და კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბანკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა/მხარდაჭერა;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: სავალდებულოა უმაღლესი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მინ. 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება სამართალდამცავ ორგანოებში, სპეც სამსახურებში და დაცვის სამსახურებში.
ცოდნა და უნარები:
საქართველოს კონსტიტუცია (პიროვნების უფლებები და და თავისუფლებები)
ადმინისტრაციული სამართალი
სისხლის სამართალი
ფუდ-ის მიერ ყველა დამტკიცებული ინსტრუქციების და წესების ცოდნა.
ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
ემოციური წონასწორობა, ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალურობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
სრულ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველწლიურ ბონუსს (გამომუშავებით);
კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 აპრილი, 2025