ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.


საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, ციფრული არხების ანალიტიკოსს ვეძებთ.

 

თუ ფიქრობ, რომ ანალიტიკური აზროვნება შენი ძლიერი მხარეა, გიყვარს მონაცემები და, რაც მთავარია, მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, სწორედ შენ იყო ის, ვინც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნელ გუნდში:

  • ციფრული პროდუქტების პერფორმანსის გაზომვისა და მნიშვნელოვანი მიგნებების აღმოჩენის მიზნით შექმნის და მართავს რეპორტებსPowerBI-სა თუ სხვა შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით

  • შეაფასებსახალი ციფრული პროდუქტების მომგებიანობასდა შეიმუშავებს რეკომენდაციებს

  • გააანალიზებს გაყიდვების კამპანიებს, რათა განსაზღვროს მათი ეფექტურობა და დააინიციროს შესაბამისი ცვლილებები

  • ციფრული დეპარტამენტის სხვადასხვა გუნდთან კოლაბორაციით შეიმუშავებს და თვალ-ყურს ადევნებს შესრულების ძირითად ინდიკატორებს (KPI)

სასურველია, რომ:

  • იყო ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

  • გქონდეს ანალიტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

ჩვენთან დაგხვდება:

  • სხვადასხვა კომპეტენციის მქონე, გამოცდილი პროფესიონალებით სავსე, ღია და კოლაბორაციული გარემო

  • ჰიბრიდული სამუშაო განრიგი

  • სხვადასხვა პროფესიული კურსისა და ტრენინგების გავლის შესასძლებლობა

  • სხვა ბენეფიტები (დაზღვევა, სპორტდარბაზი, სათამაშო ოთახები და ა.შ.)

 

თუ ფიქრობ, ეს ყველაფერი საშენოა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 2026 წლის 3 აპრილამდე.


შემოგვიერთდი საქართველოს ბანკის გუნდში, რომ არასდროს გაჩერდე და მუდამ გქონდეს უსაზღვრო შესაძლებლობები.


წარმატებები!


გამოაგზავნეთ განაცხადი