სს „საქართველოს ბანკის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპრტამენტი აცხადებს ვაკანსიას თანამშროლების ტრანსპორტირების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქციები:      

             

·       ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

·       ეფექტური სატრანსპორტო მარშრუტების შემუშავება და შენარჩუნება, რათა უზრუნველყოს თანამშრომლების დროული ტრანსპორტირება სამსახუროებრივი მიზნებისთვის სხვადასხვა მიმართულებით.

·       კოორდინაცია გაუწიოს მანქანების დაგეგმვასა და გაგზავნას თანამშრომლების ტრანსპორტირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თვალყური ადევნეთ რეალურ დროში მოძრაობის პირობებს და შეცვალეთ მარშრუტები საჭიროებისამებრ, შეფერხებების შესამცირებლად.

·       მჭიდროდ ითანამშრომლოს მიმართულების ხელმძღვანელთან ტრანსპორტირების ბიუჯეტის კონტროლზე.

·       ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება მომსახურების ხარისხის შემცირების გარეშე.

·       მჭირდო თანამშრომლობა მომსახურების გამწევ კომპანიებთან, მათი მომსახურების ხარისხის კონტროლი და ყოვეთვიური შესრულებების შედარება.

·       წარმოადგინოს მიმართულების ხელმძღვანელთან ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტები გაწეულ მომსახურებაზე, როგორც ფინანსურ ასევე რაოდენობრივ ჭრილში.


განათლება: ბაკალავრის ხარისხი


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

·       საქართველოს ბანკის ბრენდი, პროდუქტები, ძირითადი საქმიანობა

·       კორპორატიული სტანდარტები: თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო და თანამშრომლის სავალდებულო ქცევასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი შიდა პოლიტიკები/სახელმძღვანელოები

·         ძლიერი ანალიტიკური უნარები

·       შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები

·       მარშუტიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მოდულის ცოდნა

·       ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი, სასურველია ინგლისური,რუსული ან სხვა უცხო ენა

·       კომპიუტერული პროგრამები: MS Excel,MS Outlook,MS Power Point,MS Word

·       კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა:

 


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 2024


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.