საქართველოს ბანკის ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტში ვეძებთ დაინტერესებულ კანდიდატებს ინკასატორის პოზიციაზე ბათუმში.

 

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ

  • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;

  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

  • თავს კომფორტულად გრძნობ მეგობრულ გარემოში;

  • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა


შენს მოვალეობაში შევა

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების გადაზიდვა-ინკასირება

  • ბანკომატების და სწრაფი გადახდის ტერმინალების ინკასირება

  • ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა დაცვა ინკასირებისას

 

ამისთვის დაგჭირდება

  • ორგანიზებულობა

  • კომუნიკაბელურობა

  • გუნდურობა

  • ფიზიკური სიძლიერე

  • სხვადასხვა სამუშაო გრაფიკზე მორგების უნარი


სასურველია გქონდეს

  • C კატეგორიის ავტომობილების მართვის მოწმობა

  • შესაბამისი კატეგორიის ავტომობილების მართვის გამოცდილება;

  • საცეცხლე მომზადება, იარაღისა და სპეც-აღჭურვილობის სათანადო ექსპლოატაციის გამოცდილება.


 

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსე მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთე რეზიუმე/CV და გამოგვიგზავნე განაცხადი 30 ნოემბერი 2024.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით