საგადახდო პროდუქტების გაყიდვების უმცროსი მენეჯერი - ფოთი
სს „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საგადახდო პროდუქტების გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.
ძირითადი ფუნქციები:
ახალი პარტნიორების მოძიება, ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის პრეზენტაცია;
ტარიფის განსაზღვრა მასზე დელეგირებული უფლებების ფარგლებში;
ხელშეკრულების გაფორმება, ქსელში ჩართვა და მათი მიმდინარე მხარდაჭერა;
ხელშეკრულებების აღრიცხვა და სათანადო წესით შენახვა (ფაილინგი);
პარტნიორი კომპანიების ქსელში არსებული მოწყობილობების მონიტორინგი, (ტექნიკური გამართულობა, ვიზუალი, სტიკერი და ა.შ) შეუსაბამობის აღმოჩენა და მოგვარების უზრუნველყოფა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
რეპორტების მომზადების უნარი;
შეხვედრების წარმართვის და პრეზენტაციის უნარები;
დეტალების მიმართ ყურადღება;
მოლაპარაკებისა და გაყიდვების ტექნიკა;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ენერგიულობა;
კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26 აპრილი, 2024.