საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტში, NRFS ქონების იურიდიული და რეალიზაციის მენეჯერს ვეძებთ.



ძირითადი ფუნქციები:

  • ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება და შესწავლა;

  • პრობლემურ ქონებებზე საჯარო რეესტრის მონაცემების შესწორება;

  • საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრის არქივში დაცული ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლა;

  • სანებართვო საკითხების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობა;

  • შიდა ან გარე საშემფასებლო მიმართულებებთან თანამშრომლობა;

  • NRFS (Not Ready For Sale) სტატუსის მქონე ქონების პოტენციური მყიდველებისათვის შეთავაზება;

  • მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ NRFS ქონებისბის იურიდიულ და სარეალიზაციო საკითხებში ჩართულობა;

  • იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად ხელშეკრულებებისა და კორესპოდენციების მომზადების პროცესში მონაწილება;

  • რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მათი ვიზირების/ხელმოწერის კონტროლი;

  • სარეალიზაციო პროცესში კომპანიის ყველა საჭირო რგოლთან მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა;

  • სტატისტიკის წარმოება და ხელმძღვანელ რგოლებთან რეპორტინგი;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 8-10 წლიანი გამოცდილება;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

 

სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაცია;

  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;

  • ინიციატივების გამოჩენის უნარი;

  • შესრულების სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ.

 

 

გამოხმაურებას ველით 2024 წლის 20 მაისამდე.

წარმატებები!

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.