საქართველოს ბანკის ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში, სამშენებლო პროექტის მენეჯერს ვეძებთ.



ძირითადი ფუნქციები:

  • წინა სამშენებლო სტადიის მართვის პროცესის კოორდინირება;

  • ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულება არქიტექტორებთან, ინჟინრებთან  და ხარჯთაღმრიცხვეელბთან თანამშრომლობით;

  • პროექტის საბოლოო შეფასებამდე არსებული პროექტის ცდომილებების გამოვლენა და შესწორება შესაბამის დისციპლინის კოორდინირების გზით, რომელიც უარყოფითად აისახება ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებზე;

  • კონტრაქტორის შესრულების მეთოდოლოგიის და ტექნიკური გადაწყვეტების შემოწმება/დადასტურება;

  • პროექტში შესატანი ცვლილებების განხილვა არქიტექტრებთან და ინჟინრებთან;

  • საპროექტო გუნდის მართვა კონტრაქტორის გრაფიკის, ხარისხისა და ხარჯების კონტოლის მიზნით;

  • ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა;

  • პროექტის ბიუჯეტისა და გეგმის მიხედვით დასრულება, რომელიც პასუხობს დამკვეთის მიზნებსა და დიზაინ გაიდლაინებს;

  • კონტრაქტორის სამუშაოთა ექსპლუატაციაში მიღება, ორგანიზება და შეფასება;

  • მასალათა და ტექნიკა/მოწყობილობების შესყიდვა- ჩამოტანის ვადების გრაფიკების შემუშავება;

  • საპროექტო სანებართო დოკუმენტაციის მოპოვების კოორდინაცია და კონტროლი;

  • საპროექტო და სამშენებლო აქტივობების შესაბამისობის გადამოწმება საკანონმდებლო, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან;

  • დასრულების სავალდებულო თარიღების, გეგმა-გრაფიკების და სამოქმედო გეგმების განსაზღვრა პროექტირების პროცესში ჩართული თითოეული დისციპლინის გუნდისთვის;

  • სამშენებლო პროექტის მენეჯერის სხვა ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები.



 

ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

  • AutoCAD და/ან ArchiCAD პროგრამების ცოდნა;

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.


პროექტ მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • პროექტის დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;

  • ანალიტიკურად აზროვნება;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

  • ლდეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.



გამოხმაურებას ველით   2024 წლის, 13 მაისამდე.  

 

წარმატებები!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.