სს „საქართველოს ბანკის“   შესაბამისობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის რისკის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბანკში არსებული პროცესების განხილვა/ანალიზი შესაბამისობის რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მიზნით;

  • პროცესში გამოვლენილი შესაბამისობის რისკის მიტიგაციისთვის საჭირო კონტროლის მექანიზმების შეთავაზება ბანკის სტრუქტურული ერთეულებისთვის და შემდგომი follow up;

  • ბანკში არსებული პროცესების განხილვა/ანალიზის შედეგად გამოვლენილი შესაბამისობის რისკების ცენტრალიზებულად აღრიცხვა და რეპორტინგი;

  • შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირების მიზნით ბანკის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების/რეპორტების ანალიზი;

  • მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო პოლიტიკა-პროცედურების იდენტიფიცირება, მათი შექმნისა და განახლების ინიცირების, მათ შორის შექმნისა და განახლების პროცესში შესაბამისობის რისკის მართვის კუთხით ბანკის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა;

  • ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად, შესაძლებელია განისაზღვროს, მიმართულების საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ფუნქციები.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

გამოცდილება:

  • კომერციულ ბანკში ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუდიტის/კანონმდებლობასთან შესაბამისობის/ ან საოპერაციო რისკების მიმართულებით

 

განათლება:

უმაღლესი განათლება იურიდიული ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

 

სავალდებულო ცოდნა:

  • ენები: ინგლისური ენა სრულყოფილად

  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office

 

უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • თვითგანვითარებაზე ზრუნვა;

  • არგუმენტირებული/დამაჯერებელი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;

  • კრიტიკული აზროვნება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • დატვირთულ სამუშაო გრაფიკში მუშაობის უნარი.

  

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 30 აპრილი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი