სს „საქართველოს ბანკის“ პროცესების კონტროლის სამსახური აცხადებს ვაკანსიას AML პროცესების კონტროლის უფროსი ოფიცრის პოზიციაზე.

 

 

მოვალეობები:

 

  • ბანკში დანერგილი AML/CFT და სანქციების შესაბამისობის მოთხოვნების დაცვის ხარისხის შესწავლა და რეკომედაციების მომზადება;

  • კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას, რისკის შესაბამისად მოპოვებული/განახლებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის  სისწორის/ადეკვატურობის მეორადი კონტროლი, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების ან/და შეწყვეტის სისწორის/ადეკვატურობის შემოწმება;

  • ბანკის კლიენტების მიერ შესრულებული ტრანზაქციების (ნაღდი, უნაღდო) დოკუმენტაციის (მათ შორის, ფულადი სახსრების წარმომავლობის), ეკონომიკური შინაარსის და კლიენტის პროფილთან შესაბამისობის ანალიზი;

  • კლიენტების შესწავლის მიზნით განხორციელებული ქმედებების შესაბამისობის პერიოდული კონტროლი ბანკში დანერგილ AML/CFT და სანქციების პოლიტიკა/პროცედურებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წესებთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან;

  • ბანკის შიდა/გარე აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსის გადამოწმება;

  • მეორადი კონტროლის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ფორმალიზება და ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

  • მეორადი კონტროლის სამსახურის წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება;

  • ორგანიზაციული საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომპლექსური დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება: უმაღლესი

 

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება AML მიმართულებით საბანკო-საფინანსო სფეროში ,

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

 

  • MS Excel სრულყოფილად ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • AML კანონის და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესების და ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • გუნდში მუშაობის უნარი;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 მაისი, 2024.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით