საქართველოს ბანკის საოპერაციო დეპარტამენტი აცხადებს ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ოფიცრის ვაკანსიას.


პოზიციის მიზანია სს „საქართველოს ბანკი“- ს ობიექტების მუდმივი მონიტორინგი; ინფრასტრუქტურულ-ტექნიკური სტანდარტების კონტროლი; ხარვეზების დაფიქსირება და მათი აღმოფხვრის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.


ძირითადი მოვალეობები:


  •   სს „საქართველოს ბანკი“-ს ობიექტების მონიტორინგი, შეფასების ცხრილების მიხედვით ხარვეზების ჩანიშვნა, მართვის სისტემაში ინციდენტების დაფიქსირება და მოგვარების ვადებისა და ხარისხის კონტროლი.



ადმინისტრაციული ფუნქციები:


  •  კონკრეტული სამუშაოების ფარგლებში ობიექტების ტექნკიკური მდგომარეობისა და დასუფთავების შეფასება; შეუსაბამობის განსაზღვრა და ხარვეზების დოკუმენტირება; კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება პასუხისმგებელ პირებთან.

  •  ინფრასტრუქტურული მართვის სისტემაში მუშაობა და სამუშაოს თანმიმდევრობის განსაზღვრა. 

  •   ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერა საქმიანობის შესრულებისას და პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება.

  • მომსახურების ხელშეკრულებების პირობების მონიტორინგი, შეუსაბამობების განსაზღვრა და შესაბამისი ქმედებების შემუშავება.


სასურველი პროფაილი:


·       მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

·       გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი.

·       გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი

·       სრული სურათის დანახვისა და ამავდროულად დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

·       კომპიუტერული, საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა

·       B - კატეგორიის მანქანის მართვის მოწმობის ქონა

·       კვირის სამუშაო დღეებში რეგიონების ფარგლებში მანქანით გადაადგილების შესაძლებლობა



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24 აპრილი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.