სს „საქართველოს ბანკის“  ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.



ძირითადი მოვალეობები:

  • მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობებზე ინფორმაციის ანალიზი, სწორი მიმართულებით დავალებების გაზიარება და შესრულების ვადების/ხარისხის კონტროლი;

  • სამუშაო პროცესების მონიტორინგი, მომსახურების ხარისხის პერიოდული შეფასება, ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება და პერიოდული წარდგენა;

  • მონიტორინგის პროცესებში რისკების და ხარვეზების იდენთიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში სტანდარტებში ცვლილებების შეტანა;

  • ხარისხის კონტროლის მიმართულებით, თანამშრომლებისათვის მუდმივად განახლებული ინფორმაციის მწოდება;

  • წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმით რეპორტინგის/პრეზენტაციების წარმოება.

  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი განათლება

 

სამუშაო გამოცდილება: შესაბამის სფეროში 2 წლიანი გამოცდილება.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;

  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი




დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 7 მაისი, 2024.


გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.