მცირე ბიზნესის უფროსი ბანკირი - ახალციხე
სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის უფროსი ბანკირის თანამდებობაზე ახალციხეში.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა / ფინანსები / ბიზნესის ადმინისტრირება / მათემატიკა
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით ბანკში.
ანაზღაურება: ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ენები: ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
ორგანიზებულობა, ენერგიულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დაგეგმვის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 22 აპრილი, 2024.