სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული მიმართულების ბანკირის პოზიციაზე 4B-ში.


ძირითადი მოვალეობები:


·     დეველოპერული კლიენტების მოზიდვა და მომსახურება, როგორც საკრედიტო ასევე, არასაკრედიტო მიმართულებით;

·     კლიენტებისთვის სხვადასხვა დეველოპერული სქემის შეთავაზება და დაპარტნიორება;

·     ანალიტიკის სამსახურთან კომუნიკაცია, დეველოპერული პროექტის ფინანსური ანალიზი;

·     საკრედიტო განაცხადის შევსება, საკრედიტო რისკებთან კომიტეტზე გატანა და პრეზენტაცია;

·     საკრედიტო ოქმის მომზადება;

·     დეველოპერული ხელშეკრულებების მომზადების ეტაპზე აქტიური ჩართულობა, როგორც ადმინისტრაციის, ისე იურიდიულ სამსახურებთან;

·     დეველოპერული პროექტის მშენებლობის მონიტორინგში ჩართულობა. მონიტორინგის ჯგუფთან აქტიური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის კუთხით;

·     დეველოპერული სქემებით იპოთეკური სესხების გაცემების ზრდის ხელშეწყობა;


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;


სამუშაო გამოცდილება: საბანკო/სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

 


  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2024.


გამოაგზავნეთ განაცხადი