სს „საქართველოს ბანკის“ პრემიუმიალური საცალო საბანკო მიმართულების ანალიტიკისა და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას Wealth Management Business Development & Reporting Junior Officer პოზიციაზე თბილისში.

 

პოზიციის მიზანი:

  • მომსახურების ხარისხის, კლიენტების კმაყოფილების გაუმჯობესება;

  • პორტფელის ანალიზი და გაუმჯობესება, გაყიდვების ზრდა;

  • პროდუქტის ანალიზი და გაუმჯობესება;


ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკების ანალიზი;

  • პროდუქტების გაუმჯობესების სტრატეგიის, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში  მონაწილეობის მიღება;

  • კლიენტების საჭიროების მუდმივი მონიტორინგი და იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის ცვლილება;

  • ახალი პროდუქტების შექმნა და აღნიშნული მიზნებისთვის ამოცანის ჩამოყალიბება და დასმა შესაბამის გუნდთან;

  • ახალი ან არსებული პროდუქტის დანერგვის პროცესში მონაწილების მიღება და შემდგომი მონიტორინგი;

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

  • სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

სამუშაო გამოცდილება: მინ. 6 თვიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების, გაყიდვების მართვის/მხარდაჭერის ან რეპორტინგის და ანალიტიკის მიმართულებით. 

 

განათლება: სასურველია ფინანსები, საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება.

 

ცოდნა და უნარები:

 

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • სასურველია PL/SQL & Power BI მუშაობის გამოცდილება;

  • კარგად განვითარებული პრეზენტაციის უნარი;

  • ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება;

  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 მაისი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით