სს საქართველოს ბანკის, ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტი, აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე სათავო ოფისში.

მიმღები ადმინისტრატორის მოვალეობაა კონსულტაცია გაუწიოს სს საქართველოს ბანკის სათავო ოფისში შემოსულ სტუმრებს, გადაამისამართოს შესაბამის პირებთან და დეპარტამენტებთან.

თუ ხარ აქტიური და მიზანსწრაფული, მოგწონს ხალხთან ურთიერთობა და მათი დახმარება, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის. 


აღნიშნულ პოზიციაზე 6-12 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა თქვენი კარიერა გააგრძელოთ ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე.


ძირითადი ფუნქციები

  • სათავო ოფისში შემოსული სტუმრების გადამისამართება შესაბამის პირებთან და დეპარტამენტებთან;

  • სათავო ოფისში შემოსული სტუმრების ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით;

  • კომუნიკაცია დეპარტამენტებთან;

  • შეხვედრების ოთახების ჯავშნების კონტროლი;

  • შეხვედრების ოთახებში წესრიგის კონტროლი;


ჩვენ გთავაზობთ:

  • თქვენი კარიერის განვითარების შესაძლებლობას ჩვენს ბანკში;

  • მოსახერხებელ გრაფიკს - 4 საათიანი მცოცავი გრაფიკი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

  • ანაზღაურება - 700 დარიცხული.


ვეძებთ ადამიანს ვისაც:


  • აქვს გამართული მეტყველების უნარი;

  • არის აქტიური და კომუნიკაბელური;

  • მოსწონს ხალხთან ურთიერთობა და მათი დახმარება;

  • შეუძლია ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (ჩაითვლება უპირატესობად)


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა, 30 დეკემბერი, 2024.

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით