საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირი
სს „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის წამყვანი პერსონალური ბანკირის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა:
საინტერესო და პერსპექტიული კლიენტების მოძიება, ინფორმაციის მიწოდება და პოტენციური კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
არსებული მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება.
სესხების მართვა (ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის რეგულირება რაც დაკავშირებულია ბიზნეს სესხების დამუშავებასა და გაცემასთან);
საკრედიტო პორტფელის მართვა (მონიტორინგი, ვადაგადაცილებული სესხების მართვა);
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (აღრიცხვა, რეპორტინგის წარმოება, გაყიდვებთან დაკავშირებული შენიშვნების მომზადება, მონაცემთა ბაზების განახლება);
პორტფელის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი.
პორტფელის ზრდის ხელშეწყობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ბაკალავრი-ფინანსები/ეკონომიკა/საბანკო საქმე ბიზნესის ადმინისტრირება;
სამუშაო გამოცდილება: ბანკირის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი წელი;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
ძირითადი ფინანსური უწყისების ცოდნა ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;
სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2024