საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირი
საქართველოს ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის უმცროსი დისტანციური ბანკირის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
აწარმოო წინასწარ განსაზღვრული სეგმენტის მომხმარებლებთან პროაქტიული კომუნიკაცია დისტანციური (ტელეფონი, მეილი) არხებით;
მომხმარებლებს მონაცემების, დადგენილი საჭიროებების და მიზნების შესაბამისად შესთავაზო საბანკო პროდუქტები და მომსახურება, კონსულტაცია გაუწიო დისტანციური არხებით;
განავითარო მომხმარებელთა პორტფელი დასახული ამოცანების შესაბამისად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა, უნარები:
ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების (სასაუბრო) ცოდნა;
გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
ჩვენ გთავაზობთ:
საბანკო პროდუქტების, პროცედურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
სტუდენტებზე მორგებულ განრიგს - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 5 საათიანი მცოცავი გრაფიკით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11 დეკემბერი 2023.