დისტანციური მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
ჩვენ, როგორც წამყვანი ბანკი ბაზარზე, ინ-ჰაუს დეველოპმენტით ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მეთოდოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვართ.
სს "საქართველოს ბანკის" ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი თანამდებობაზე.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
აუცილებელია SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
სასურველია Oracle-ს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
Microsoft Windows Platforms;
Microsoft Office Applications;
Ethernet based LAN principles and standards, TCP/IP protocols;
Microsoft Active Directory Basics;
Microsoft Exchange Server Basics;
Computer Hardware and Software Basics;
Peripheral Devices Basics;
Network Equipment’s Basics;
Basic Telephony Principles Knowledge (VOIP);
კომუნიკაბელურობა;
კეთილგანწყობილება;
კონფიდენციალობა;
ინიციატივა;
შემოქმედებით-ტექნიკური აზროვნება;
სხარტი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
მაღალი პროფესიული ეთიკა;
პასუხისმგებლობის გრძნობადა გუნდური მუშაობის უნარი;
გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი ფუნქციები:
სს „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში შემავალი კომპანიების პირველი დონის 24/7 დისტანციური / სატელეფონო IT მხარდაჭერა;
მხარდაჭერის სამსახურში დაფიქსირებული მოთხოვნების/ინციდენტების რეგისტრაცია, კონტროლი მის დროულ შესრულებაზე და დახურვა მისი მოგვარების/შესრულების შემდეგ;
მოთხოვნის/ინციდენტების/ საბანკო პროდუქტების (დეპოზიტები, სესხები და ა.შ) ესკალაცია შემდეგ საფეხურზე, როგორც IT დეპარტამენტის შიგნით ასევე მის გარეთ;
კრიტიკული/გლობალური პრობლემის/ხარვეზის შემთხვევაში, მისი ზუსტი იდენტიფიკაცია.
24/7ბანკის IT სისტემების მონიტორინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი. ბაკალავრი / მაგისტრი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება IT მომსახურების დარგში.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.
გამოხმაურებას ველოდებით 2025 წლის 13 მაისის ჩათვლით.