სსსაქართველოს ბანკის აქტივების შეფასების და მშენებლობის მონიტორინგის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას შეფასების ჯგუფში, კოორდინატორის თანამდებობაზე.


ძირითადი ფუნქციები:

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო მენეჯერთან, კომპანიაში დადგენილი წესების, სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;

  • შეფასების მეილ ჯგუფში შემოსული საკითხების დახარისხება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება;

  • შეფასების მეილ ჯგუფზე, ბიზნესის მხრიდან შემოსულ მეილებზე კომუნიკაცია, უკუკავშირის დაბრუნება;

  • შეფასების პროგრამის პროცესების მართვაში მონაწილეობა;

  • ბანკის სხვადასხვა მიმართულებებთან პროცესების ცვლილების შეთანხმება/დაზუსტება; 

  • შეფასების მიმართულებაში არსებულ პროცესებში მონაწილეობა;

  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;

 

მოთხოვნები:


განათლება: უმაღლესი;


სამუშაო გამოცდილება: სასურველია საშემფასებლო, აუდიტორულ, საბანკო, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;


სავალდებულო ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Office);

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 6 მაისი, 2024.

 

გამოაგზავნეთ განაცხადი