საქართველოს ბანკის ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში, გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის ნარჩენების სეპარირების გეგმის მომზადება, განახლება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

  • ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება;

  • ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება;

  • ნარჩენების გადამუშავებისთვის, ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების შესწავლა და ბანკისთვის ხელსაყრელი კომპანიის იდენტიფიცირება;

  • გარემოს დაცვის მენეჯმენტის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი;

  • ბანკში არსებული გარემოსდაცვითი სტრატეგიით და პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მონიტორინგი ოპერატიული მხარდაჭერის საქმიანობის ჭრილში და ამ მიმართულებით პერიოდული ანგარიშგება;

  • ბანკის საოპერაციო ემისიების შესახებ მონაცემების შეგროვება, კალკულაცია, მართვა და ანგარიშგება;

  • მომწოდებლების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ბანკის ჯგუფის მომწოდებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად.

 

ვფიქრობთ რომ დაგჭირდება:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • სასურველია სერტიფიკატი შრომის უსაფრთხოებაში;

  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

 

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

  • გარემოსდაცვითი რეგულაციების ცოდნა;

  • შრომითი უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;

  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • დროის ეფექტურად გადანაწილების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი და მხარდაჭერის მზაობა;

  • შესრულების სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

 

გამოხმაურებას ველით   2024 წლის, 30 აპრილამდე.  


წარმატებები!

 

 

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

* მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი სრულად, პირადობის მოწმობის იდენტურად

* გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ ქართული ფონტით

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება სს საქართველოს ბანკის მიერ (ს/კ: 204378869) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა; პერსონალური მონაცემების ატვირთვა ხდება HireHive LTD-ის (ს/კ: 380350, ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში; სისტემის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხ. hirehive.com. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ბანკს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Careers@bog.ge საქართველოს ბანკი დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს და აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. ჩვენი მიზანია ვიყოთ ინკლუზიური ორგანიზაცია, სადაც მრავალფეროვნება დაფასებული და წახალისებულია. ბანკი მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.