სს „საქართველოს ბანკის“ აცხადებს ვაკანსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
SOLO ლაუნჯში შემოსული კლიენტების მომსახურება (სოლო ბუტიკის პროდუქციის შეთავაზება, კლიენტისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს შექმნა);
მომხმარებლბებისთვის SOLO ბუტიკის პროდუქტების სპეციფიკის გაცნობა;
პროდუქციის მარაგების კონტროლი, საწყობიდან პროდუქციის გამოწერა;
პროდუქციის დისფლეიზე განთავსება;
გაყიდვების ასახვა პროგრამაში;
SOLO ლაუნჯის ინტერიერის, სასმელების და სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების მიმართულებით მინ. 6 თვიანი გამოცდილება;
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე გამართულად ცოდნა;
ანაზღაურება: დარიცხული 1055 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული ყოველთვიური ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 დეკემბერი, 2023.